აქციის მეოთხე დღე ხულოს მერის მისაღებში

16 დეკემბერი 2019, 15:05 1553 ნახვა

ხულოს მერის და მოქალაქეების შეხვედრა კვლავ უშედეგოდ დასრულდა. მეოთხე დღეა საპროტესტო აქცია გრძელდება. ყოფილი სასამართლოს შენობაში  მცხოვრებლები მუნიციპალიტეტის მერს ბინების დროულად გადაცემას  თხოვენ.  

ამბობენ, რომ საცხოვრებელი სახლები, ხულოს მერიას უკვე აქვს შეძენილი, თუმცა საჭიროების მქონე ოჯახების შესყიდულ სახლებში გადაყვანა ამ დრომდე არ მომხდარა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ დაიშლებიან. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი