„კუხიანიძემ ვაჟა გაფრინდაშვილს საჯაროდ ბოდიში მოუხადოს“ - ლელო

15 დეკემბერი 2019, 18:25 1293 ნახვა

მოძრაობა „ლელო“ მოითხოვს, რომ თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ერეკლე კუხიანიძემ თანამდებობა დატოვოს და ვაჟა გაფრინდაშვილსა და მის ოჯახს საჯაროდ ბოდიში მოუხადოს. გავრცელებული განცხადების თანახმად, ,,ქართული ოცნების’’, და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ვაჟა გაფრინდაშვილის დისკრედიტაცია და მისი ოჯახის შეურაცხყოფა მიუღებელი, ანტისახელმწიფოებრივი და ქვეყნისთვის ღირსების შემლახველი ქმედებაა.

„თბილისის საკრებულოს დეპუტატის ერეკლე კუხიანიძის განცხადება ნათელი გამოვლინებაა იმ პოზიციისა, თუ რას ფიქრობს საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება. ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია არ ეხება ერთ ადამიანს და ერთ ოჯახს, ეს საქართველოს თითოეული მოქალაქის შეურაცხყოფაა.“-წერია განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი