ტოგოში გატაცებული ქართველი მეზღვაური სამშობლოში ბრუნდება

15 დეკემბერი 2019, 15:15 1567 ნახვა

40 დღიანი ტყვეობის შემდეგ, ბათუმელი მეზღვაური სამშობლოში ბრუნდება. ოთარ ვარდიძე 4  ნოემბერს ტოგოში, ქალაქ ლომეს პორტიდან 18 კილომეტრში, შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს. საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერ „Elka Aristotle“ -ზე 24 მეზღვაური იმყოფებოდა. თანხის გამოძალვის მიზნით მეკობრეებმა ეკიპაჟის  4  წევრი გაიტაცეს, მათ შორის ბათუმელი,  ოთარ ვარდიძეც.

გემთფლობელი კომპანიის ინფორმაციით,  გატაცებულთაგან   მხოლოდ  სამმა დააღწია ტყვეობას თავი,  ერთის   გადარჩენა კი ვერ მოხერხდა,   მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.  ბათუმის აეროპორტში  თვითმფრინავი დაახლოებით   17 საათზე დაეშვება, სადაც  მეზღვაურს  ოჯახის წევრები, საზღვაო ტრანსპორტის  სააგენტოსა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დახვდებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი