ბათუმის ,,დინამო’’ კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვა

11 დეკემბერი 2019, 11:22 3182 ნახვა

ბათუმის ,,დინამო’’ კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვა. კლუბიდან 31 წლის უკრაინელი მეკარე, მაქსიმ კუჩინსკი წავიდა. ფეხბურთელი ,,დინამოს’’ მეორე წრის დასრულების შემდეგ შეუერთდა.

უკრაინელი მეკარე მიხეილ ალავიძის დუბლიორი იყო, თუმცა კუჩინსკის საქართველოს ეროვნულ ლიგაში თამაში არ ჩაუტარებია. მაქსიმ კუჩინსკი სხვადასხვა დროს: ,,პოლტავაში’’, ,,კარპატში’’ და ,,ჩერკასკი დნიპროში’’ ასპარეზობდა.

ბათუმის ,,დინამოს’’ მეორე მეკარის პოზიციაზე ადგილი თავისუფალი აქვს. გუნდი ერთი კვირის წინ ურთიერთშეთახმების საფუძველზე მცველმა გურამ ადამაძემ და შემტევმა გიორგი ილურიძემაც დატოვეს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში