საზღვაო აკადემიის კურსდამთავრებულებს საერთაშორისო პრაქტიკას სახელმწიფო დაუფინანსებს

10 დეკემბერი 2019, 12:57 2673 ნახვა

ბათუმის საზღვაო აკადემიის პირველ კურსელებმა დღეს ფიცი დადეს. ცერემონია აკადემიის ეზოში გაიმართა და მას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. აკადემიის სტუდენტების მიერ ფიცის დადების შემდეგ მემორანდუმი გაფორმდა.

აჭარის მთავრობამ და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ოფიციალური დოკუმენტით სტუდენტების საერთაშორისო ნაოსნობაში პროფესიული პრაქტიკის უზრუნველყოფის ვალდებულება აიღეს. 2020 წლიდან კურსდამთავრებულები სწავლების შემდგომ საზღვაო წვრთნას  მემორანდუმის ხელმომწერი უწყებების დახმარებით და დაფინანსებით საერთაშორისო სტანდარტებით გაივლიან. საზღვაო პრაქტიკის სავალდებულო ნაწილს  სტუდენტები აკადემიის ბაზაზე გადიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი