დარღვევები, შეუსაბამობები, დუბლირებული ფუნქციები, ან ფუნქციების გარეშე დარჩენილი ა(ა)იპის თანამშრომლები ქობულეთში - ამის შესახებ ქობულეთის ბიუჯეტის შესრულების გასული წლის ანგარიშის პირველად სამუშაო დოკუმენტში წერია, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ასაჯაროვებს.
ოპოზიცია აქცენტს რამდენიმე მიმართულებაზე აკეთებს და ქობულეთის მერს ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. დოკუმენტის სამუშაო ვერსიაში საუბარია საწვავის გამოყენებაში დაფიქსირებულ საეჭვო გარემოებებზე.
მაგალითისთვის მოყვანილია ასეთი ფაქტი - 20-წუთიანი ინტერვალით 60-ლიტრიანი ავზის მქონე ერთ მანქანაში 188 ლიტრი საწვავი ჩაასხეს. დოკუმენტში საუბარია დაგებულ ფილებზე მაღლა მოწყობილ ჭებზე. ასევე, პლაჟის უფასოდ სარგებლობის ათობით შემთხვევაზე.
რა პასუხები აქვს გამოვლენილ დარღვევებზე ქობულეთის მერს?