ბათუმის ბავშვთა რაგბის ფესტივალზე, ერთმანეთს ბათუმისა და ფოთის სარაგბო კლუბები დაუპირისპირდნენ

08 დეკემბერი 2019, 18:39 1010 ნახვა

ბათუმის ბავშვთა რაგბის ფესტივალზე, ერთმანეთს ბათუმისა და ფოთის სარაგბო კლუბები დაუპირისპირდნენ. რაგბის სტადიონზე სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების გუნდებმა ძალები მოსინჯეს. შეჯიბრებას ქობულეთის, ჩაქვისა და ქედის კლუბების აღსაზრდელებიც შეუერთდნენ. მომდევნო კვირას, ნორჩი ბათუმელი სპორტსმენები საასპარეზოდ ფოთში მიიწვიეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში