ე.წ. გერმანული მოდელი ოპოზიციამ პარლამენტში დღეს დაარეგისტრირა

04 დეკემბერი 2019, 18:05 1837 ნახვა

ოპოზიციამ საარჩევნო სისტემის ცვლილების კანონპროექტი პარლამენტში დაარეგისტრირა. დოკუმენტი ჯერ ბიუროს წარედგინება, მოგვიანებით კი მის განხილვას კომიტეტებში დაიწყებენ.

ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ქართულ რეალობაზე მორგებული ე.წ. გერმანული მოდელი საქართველოს კონსტიტუციასთან სრულიად თავსებადია, რასაც ისევ კატეგორიულად უარყოფენ მმართველ გუნდში. ოპოზიცია ამ კანონპროექტს ქვეყანაში არსებული მწვავე პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად მიიჩნევს.

ანი ბოჭორიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი