ხანძრის შედეგად 25 წელია ათი ოჯახი თავშესაფრის გარეშე დარჩა. ამ წლების განმავლობაში კი მთავრობას მათი დახმარება არც კი უცდია. უფრო მეტიც სახელმწიფომ საკუთარი მოქალაქეები საკუთრების გარეშე დატოვა.
იმ ადგილას, სადაც დაზარალებულები წლების წინ ცხოვრობდნენ საზოგადოებრივი ცენტრი აშენდა, რომელიც სერვისების განვითარების სააგენტოს მერიამ გადასცა. 6 თვის წინ გაცემული დაპირების შეუსრულებლობის მიზეზად, დღეს ხულოს მაჟორიტარმა განცხადების არ არსებობა დაასახელა, თუმცა, როგორც დაზარალებულებმა, ასევე მერიამ საკითხზე კოლექტიური განცხადების არსებობა დაგვიდასტურეს.