მასტერკლასი ფოტოგრაფიაში

10 სექტემბერი 2016, 00:00 4002 ნახვა

დღეს საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ოდესა-ბათუმი: ფოტო-დღეები 2016“ პროექტის ჩექინ ჯორჯიას ფარგლებში გაიხსნება. გამოფენის პარალელურად ჩატარდება მასტერკლასები და მოეწყობა პრეზენტაციები. დღეს პროექტის ფარგლებში მოყვარული და პროფესიონალი ფოტოგრაფებისთვის პოლონეთიდან მოწვეულმა პროფესიონალმა ფოტოგრაფმა ტომაშ ლაზარმა ქართველ და უცხოელ ხელოვანებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და მასტერკლასი ჩაუტარა თემაზე  “მომენტის ძიებაში”. გამოფენა დღეს 19 საათზე გაიხსნება. ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება მე-19-მე-20 საუკუნეების ქართველი ფოტოგრაფის შალვა ალხანაიძის საოჯახო არქივი „მოგონებები შუშაში“.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში