მედია ჩინოვნიკების პირისპირ 

23 ნოემბერი 2019, 20:26 1477 ნახვა

მედიაგარემო საქართველოში კვლავ მკვეთრად პოლარიზებულია -ამაზე მკვლევარები და მედიაექსპერტები საუბრობენ. გაუარესებულია ქვეყნის კოეფიციენტი მედიის მდგრადობის ინდექსში. კვლევას საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლების საბჭო  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ატარებს. საქართველოსთვის მინიჭებულმა კოეფიციენტმა 4-დან 2,25 მეასედი შეადგინა. ეს ქულა წინა წლის მონაცემს ჩამოუვარდება, რომელიც 2.31 მეასედი იყო.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის მინიჭებული ქულა ინდექსში 2015 წლიდან მოყოლებული უარესდება. კოეფიციენტის შემადგენელი ხუთი მთავარი მიზნიდან 4-ში ქვეყნისთვის მინიჭებულმა ქულებმა დაიკლო. ეს მიზნებია: სიტყვის თავისუფლება, პროფესიული ჟურნალისტიკა, ახალი ამბების პლურალიზმი და მედია ბიზნესის მართვა. ერთადერთი კრიტერიუმი, სადაც ქვეყანას წინსვლა აქვს მედიის მხარდამჭერი ინსტიტუციებია. მათ შორის ნამდვილად არ არიან პოლიტიკოსები სახელისუფლებო გუნდიდან.

ამის თქმის საფუძველს კრიტიკულ კითხვებზე მათი რეაქცია და პასუხი იძლევა. ახლა რეპორტაჟში მოგიყვებით იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობენ ახალი ტენდენციების კარნახს და არასასიამოვნო კითხვების პოლიტიკურ კონტექსტად შეფუთვას  მაღალი თანამდებობის პირები და პოლიტიკური ლიდერები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი