ხულოში ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახები ქირით გაიყვანეს

23 ნოემბერი 2019, 11:04 3454 ნახვა

ხულოში, სოფელ მეხალაშვილებში  საცხოვრებლის გარეშე დარჩენილი ოჯახები  ადგილობრივმა მერიამ იმავე სოფელში ქირით გადაიყვანა. ხანძრის შედეგად სულ შვიდი საცხოვრებელი სახლი განადგურდა, ამათგან სამი მუდმივმაცხოვრებელი, ოთხი კი სეზონურია. ქირით უზრუნველყოფას დაზარალებულებს მერია მანამდე განახორციელებს, ვიდრე არ მოხერხდება მათთვის საცხოვრებლის აშენება.

ხულოს მერიის ინფორმაციით  ზარალს სტიქიის შემსწავლელი კომისია სწავლობს. რის შემდეგაც  გადაწყდება მათი კონპენსირების საკითხი. შეგახსენებთ რომ, სოფელ მეხალაშვილებში ხანძარი 21 ნოემბრის დილას მოხდა. დაიწვა შვიდი სახლი და ხუთი დამხმარე ნაგებობა.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში