აქციაზე დაკავებული 37-ვე პირი თავისუფალია - საქმის განხილვა გრძელდება 

20 ნოემბერი 2019, 10:16 1581 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, 18 ნოემბერს აქციის დროს დაკავებული 37 ადამიანი დროებით გაათავისუფლა. მათ შორისაა ''გირჩის'' წევრი ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც ხელწერილის საფუძველზე გამოუშვეს.

ყველა დაკავებულის საქმე ერთ მოსამართლეს, ვალერიან ფილიაშვილს აქვს ჩაბარებული. ის გადაწყვეტილებას დღეს, 20 ნოემბერს გამოაცხადებს.

დაკავებულების მიმართ გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 დღით თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ სანქციას გულისხმობს.

სასამართლო სხდომები გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი