აჭარის მაუწყებელთან დაკავშირებით ხელისუფლებამ დადო სცენარი და ჩვენ გავშიფრეთ - ნათია ზოიძე

19 ნოემბერი 2019, 22:14 2116 ნახვა

"ხელისუფლებამ დადო სცენარი, ჩვენ გავშიფრეთ, ამ სცენარით რომ წავიდოდნენ ელჩებს გავუზიარეთ ჩვენი ვარაუდები, წერილიც გამოვაქვეყნეთ, არასამთავრობო ორგანიზაციების, პროფესიული წრეების წარმომადგენლებსაც შევხვდით" - წერს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია ზოიძე სოციალურ ქსელში. 

დღეს აჭარის მაუწყებლის ახლადარჩეულმა მრჩეველთა საბჭომ განცხადება გამოაქვეყნა და მაუწყებლის დირექტორის არჩევა სამ დღეში დააანონსა, მიუხედავად იმისა, რომ არ იცოდა რამდენი მსურველი შეიტანდა განაცხადს მაუწყებლის დირექტორობაზე და რამდენი დრო დასჭირდებოდათ მათ გასაუბრებებისთვის, კონურსის დასრულებიდან არჩევნები ორ დღეში ჩანიშნა.  

დღის პირველ ნახევარში, მხოლოდ სამი კანდიდატის განაცხადი იყო შეტანილი, გოგა კოხრეიძემ საბუთები 6 დღის მეორე ნახევარში შეიტანა.  

"გოგა კოხრეიძემ საბუთები შემოიტანა ,მიუხედავდ იმისა, რომ მან სასამართლოს მიმართა და ამტკიცებდა რომ აჭარის ტელევიზიის არჩეული დირექტორია,ახლა ისევ ცდის ბედს,რადგან ეს მოკლე გზაა გახდეს დირექტორი. 

ხელისუფლებამ დადო სცენარი, ჩვენ გავშიფრეთ, ამ სცენარით რომ წავიდოდნენ ელჩებს გავუზიარეთ ჩვენი ვარაუდები, წერილიც გამოვაქვეყნეთ, არასამთავრობო ორგანიზაციების, პროფესიული წრეების წარმომადგენლებსაც შევხვდით

გოგა კოხრეიძემ საბუთები შემოიტანა ,მიუხედავდ იმისა, რომ მან სასამართლოს მიმართა და ამტკიცებდა რომ აჭარის ტელევიზიის არჩეული დირექტორია,ახლა ისევ ცდის ბედს,რადგან ეს მოკლე გზაა გახდეს დირექტორი.

სად ხართ ის ხალხი იმედი, რომ გქონდათ ორი წელი გაგრძელდებაო სასამართლო დავაო?  

ხელისუფლებამ დადო სცენარი , ჩვენ გავშიფრეთ ,ამ სცენარით რომ წავიდოდნენ ელჩებს გავუზიარეთ ჩვენი ვარაუდები, წერილიც გამოვაქვეყნეთ ,არასამთავრობო ორგანიზაციების,პროფესიული წრეების წარმომადგენლებსაც შევხვდით. 

ხელისუფლების წარმომადგენლები გვიკიჟინებდნენ: შეთქმულებების თეორიებში ღრმად მიდიხართო.  მრჩეველთა საბჭომ სასწრაფოდ ჩანიშნა სხდომა პარასკევს, მოკლედ 21 ნოემბერს არ არის გამორიცხული ტელევიზიის დირექტორის პოსტი ჩააბარონ ბატონ კოხრეიძეს.

ბატონმა კოხრეიძემ იცრუა: თქვა, რომ ბეჟან გობაძე ( საბჭოს ყოფილი წევრი) იქ დასეირნობდაო და პროცესში არ მონაწილეობდაო, ნაცარი მოგვაყარა თვალებში ,ჩვენც ,სასამართლოსაც,საზოგადოებასაც.

ბატონებო და ქალბატონებო! მიზანი არ ამართლებს საშუალებას, არ ღირს სავარძელი იმად, რომ შეიძლება თქვა ტყუილი, მორალის ამბავია ეს და უნდა გესმოდეს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელის თანამდებობა უნდა დაიკავო. აქ კი ნდობა და რეპუტაცია გადამწყვეტი ფაქტორია.

მოგიწოდებთ ყველას ვისი გამოცდილებაც იძლევა საშუალებას, მიიღეთ ტელევიზიის დირექტორის კონკურსში მონაწილეობა. ერთი დღე დარჩა, რაც ბევრი მით უკეთესი,გამოგყვევით ბოლომდე, ლუსტრაციის დროა!"  - წერს ნათია ზოიძე. 

 

აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესარჩევად მეოთხედ გამოცხადებული კონკურსი, დოკუმენტების მიღების დასრულებამდე ერთი დღით ადრე შეჩერდა. სასამართლომ ეს გადაწყვეტილება 23 სექტემბერს,  კონკურსში მონაწილე ერთ-ერთი კანდიდატის გიორგი კოხრეიძის სარჩელის საფუძველზე მიიღო, რომელიც ამტკიცებდა, რომ მაუწყებლის დირექტორი თავად იყო.  სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია რომ კონკურსის გაჩერება უსაფუძვლო იყო. 

აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დირექტორის კონკურსის შეჩერების განჩინება გაასაჩივრა. დოკუმენტი, რომელსაც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია ზოიძე აწერს ხელს, სასამართლოში 30 სექტემბერს გაიგზავნა.

კონკურსის შეჩერება, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებმა და მედია ექსპერტებმა პროცესის ხელოვნურად, შეჩერების მცდელობად აღიქვეს და დახმარებისთვის სამოქალაქო სექტორს და აკრედიტებულ დიპლომატებს მიმართეს. ჟურნალისტებმა მიიჩნიეს, კონკურსის შეჩერება იმის გამო მოხდა, რომ ახალი“დირექტორი ​ძველ მრჩეველთა საბჭოს არ აერჩია, რომელიც ნაკლებად იყო ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი.

 

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში