მებაჟეებმა 16,160 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

19 ნოემბერი 2019, 17:01 1194 ნახვა

საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „წითელი ხიდი“   „სარფი“ და  და „სადახლო-საავტომობილო“ სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. 

19 ნოემბერს ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეების ფიზიკური და კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერების შედეგად, ჯამში, 16,160 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

" მომხდარი ფაქტების გამო, საქართველოს მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სხვა სამართალდამრღვევ მოქალაქეებსაც ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.''- წერია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი