ბათუმში, აღმაშენებლის 22 ნომერთან, რამდენიმე წუთის წინ, 34 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი მოქალაქეებმა კორპუსთან ახლოს შენიშნეს და შესაბამის სამსახურებს მიმართეს.
ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადაც მივიდა, როგორც მედიკოსები აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ამბობენ, მათ მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ.
''გამოძახება დაახლოებით 10 საათზე იყო, ადგილზე ცხედარი დაგვხვდა. ახალგაზრდა მამაკაცი იყო, დაახლოებით 35 წლამდე,'' - აცხადებენ სასწრაფო დახმარების ცენტრში.
შსს-მ გამოძიება, 115-ე, თვითმკველობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. ადგილზე ამ დრომდე რჩებიან სამართალდამცველები.
ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.