ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიის დროს ექვსი მგზავრი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვია

14 ნოემბერი 2019, 10:53 8140 ნახვა

ქობულეთის შემოვლით გზაზე გუშინ მომხდარი ავარიის დროს, ექვსი მგზავრი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.

ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი  დაეჯახა. დაშავებულები ბათუმისა და ქობულეთის სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. ერთი მოზარდი კი, ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრშია მოთავსებული. სასწრაფო დახმარების ექიმის ინფორმაციით, მას სხეულზე ნაკაწრები ჰქონდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. უწყებაში ამბობენ, რომ დაშავებულებს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნებოდათ.

 

 

ფოტო: არქივი

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი