კახეთში, ალპურ ზონაში დაკვამლიანების რამდენიმე კერაა - საგანგებო

13 ნოემბერი 2019, 16:02 1261 ნახვა

კახეთში, ართანასა და ფშაველთან, ალპურ ზონაში შეინიშნება დაკვამლიანების რამდენიმე კერა - ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. სოფელში ადგილზე უკვე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები.

საგანგებო სამსახურში ამბობენ, რომ ხანძრის ტყის მასივზე ან სოფლებზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს. სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს.

ართანასთან სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი