გახდება თუ არა პროპორციული საარჩევნო სისტემა მმართველი გუნდის განხეთქილების მიზეზი?

12 ნოემბერი 2019, 20:07 1554 ნახვა

ასე დაიწყო დღე საქართველოს პარლამენტში. სხდომათა დარბაზში ისმოდა გინება და შეურაცხყოფა, იყო სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. ეს ყველაფერი კი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის განხილვამდე.

სწორედ ამიტომ ოპოზიციამ „ქართული ოცნების“ დეპუტატების დაპირისპირებებს ხელოვნური უწოდა და განაცხადა, რომ იქმნება შთაბეჭდილება რომ მმართველ გუნდს საკითხის ჩაგდება სურს. არადა „ქართული ოცნების“ ლიდერმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პირობა 20-21 ივნისის აქციების შემდეგ 24 ივნისს დადო.
 

5 თვის თავზე კი მმართველ გუნდში საკითხის ირგვლივ უთანხმოებაზე ალაპარაკდნენ. დეპუტატების ნაწილი არ ეთანხმება პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და ითხოვს უმრავლესობის ფორმატში სხდომის ჩატარებას.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი