ქედაში ერთი კვირის წინ განვითარებული მეწყრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

11 ნოემბერი 2019, 12:38 1494 ნახვა

ქედაში ერთი კვირის წინ განვითარებული მეწყრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. სოფელ ხარაულაში ადიდებულმა მდინარემ ორი ოჯახი დააზარალა და გზა ჩაკეტა. სოფელ ზვარეში კი კლდიდან დაგორებული ქვის ლოდი საფრთხეს 5  ოჯახს უქმნიდა.

მერიის ინფორმაციით ქვის ლოდი დაშალეს და საფრთხეს აღარ წარმოადგენს. რაც შეეხება ხარაულაში მცხოვრებ ოჯახებს, დაზარალებულები გეოლოგებმა უკვე შეისწავლეს და მათ დასკვნის შესაბამისად დაეხმარებიან. დასკვნა რამდენიმე დღეში იქნება.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი