ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა. შენობაში მოსასვენებელი ოთახები, ბარგის შესანახი, საინფორმაციო სტენდები და სალაროა განთავსებულია. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცენტრისა და ორდონიანი ავტოსადგომის მშენებლობა საერთაშორისო - საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ შარშან დაიწყო. ღონისძიებაზე გაიმართა ფილმის ჩვენება, ბაღის ისტორიასა და თანამედროვეობაზე. ღონისძიების მონაწილეებს ასევე 2005 წლიდან დღემდე ფონდ ,,ქართუს“ მიერ განხორციელებული პროექტები გააცნეს.