კომბლები, ჯოხები და ცემა არ იქნება, ერთ-ერთი ვარიანტია კამერების გამორთვა - ფალავანდიშვილი 

08 ნოემბერი 2019, 12:32 1849 ნახვა

ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების თავმჯდომარემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ მათი მიზანი კინოჩვენების ჩაშლაა. ისინი კი ამის გაკეთებას კომბლების, ჯოხებისა და ცემის გარეშე, შიშველი ხელებით აპირებენ. 

გურამ ფალავანდიშვილის განცხადებით, ამ ფილმის ჩვენებ საქართველოში საერთოდ აკრძალული უნდა იყოს. 

''ჩვენი მიზანია ფილმის ჩვენების ჩაშლა, ერთ-ერთი ვარიანტია კამერების გამორთვა. არ დავარტყამთ არავის ხელს. ვთქვათ პოლიციელი მირტყამს ზურგში ჯოხს, მე არ ვპასუხობ, მივიწევ და ვთიშავ კამერას. მე მაგალითად მქონდა ეგეთი იდეა, რომ დავმჯდარიყავი კინოთეატრში და ვერ გამომიყვანდნენ, ან გამომიყვანდნენ აწეული ხელებით და დრო გავიდოდა. ჩვენ შევალთ კინოთეატრში ისე, რომ არავის დავარტყამთ. 

მე გავიგე რომ 1500 კაცი მარტო სამეგრელოდან მოდის, ნეტა 8000 ჩამოვიდეს. შეიძლება პრაიდის დონეზე ხალხი არ მოვიდეს, მაგრამ ვინც ვართ ვეცდებით, რომ ხელებაწეულებმა, შიშველი ხელებით ჩავშალოთ ჩვენება'' - განაცხადა ფალავანდიშვილმა პრესკონფერენციაზე.

ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების თავმჯდომარემ ასევე ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჩვენების ჩასაშლელად უნიკალურ ტექნოლოგიებს გამოიყენებენ, მაგრამ კონკრეტულად რას არ ამბობენ.  

''და ჩვენ ვიცეკვებთ'' ფილმის პრემიერა თბილისაა და ბათუმში დღეს იგეგმება. კინოჩვენება 19:30 დაიწყება. 

ლევან ვასაძისა და "ქართული მარშის" მომხრეები რამდენიმე დღეა უკვე აანონსებენ, რომ ფილმის ჩვენებას ჩაშლიან, ქვეყნის ყველა კინოთეატრში. ქართულ-შვედური ფილმი მიუღებელია ეკლესიისთვისაც. სასულიერო პირები მშობლებს მოუწოდებენ არ გაუშვან შვილები კინოთეატრში. 

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი