ხულოში მეწყერმა გზა ჩაკეტა - ადგილზე ტექნიკა მუშაობს

04 ნოემბერი 2019, 11:50 1708 ნახვა

გუშინ, გვიან ღამით ვერნები-ოშანახევის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი ჩამოწვა. ჩამოშლილმა მიწის მასამ და ხეებმა საავტომობილო გზა ჩაკეტა. ხულოს მერიის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე დილიდან ტექნიკა მივიდა და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. 

გზაზე დროებით შეფერხებული იყო ავტომობილების გადაადგილება. მოსახლეობას კი, საფრთხე არ ემუქრებათ. 

მეწყრული პროცესების გააქტიურება ძლიერმა ნალექმა გამოიწვია. ორი დღის განმავლობაში აჭარის მაღალმთიანეთში წვიმდა, მაღალი ზონის სოფლებში კი, თოვლი მოვიდა. 

 

ფოტო: ხულოს მერიის ფეისბუქ გვერდიდან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი