ზუგდიდში მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა. გარდაცვლილია ერთი მოზარდი, ორი მოსწავლე კი, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ცენტრალურ მაგისტრალზე მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ადგილზე სამართალდამცველები და მაშველები იმყოფებოდნენ.