ჭაბუკების გარყვნის ბრალდებაზე ხვალ 12 საათამდე მოწმეებს მოვიყვანდი - მეუფე პეტრე

31 ოქტომბერი 2019, 17:29 3106 ნახვა

პეტრე ცაავა ამბობს, რომ სიტყვა "პიდარასტია",  საეკლესიო ენაზე  "ჭაბუკის გამხრწნელს" ნიშნავს. მისი თქმით ეს ტერმინია და სიმართლეს სხვა სახელს ვერ დაარქმევდა. 

განგიმარტავთ ტერმინს: ახალგაზრდა ჭაბუკების გამხრწნელობა არის საეკლესიო ენაზე პიდარასტია. სხვას მე ვერაფერს ვერ დავარქმევ, ასე ქვია.... სხვა როგორ უნდა მეთქვა სიმართლე, რაც არის ის ვთქვი'' - განაცხადა ''მთავარის ეთერში'' პეტრე ცაავამ. 

უკვე ყოფილი მღვდელმსახური იხსენებს, რომ მან სინოდის წევრებს მოწმეების მისაყვანად რამდენიმე საათი სთხოვა, უთხრა, რომ მოწმეებს პარასკევს, 12 საათზე მიიყვანდა. 

''მე ილია მეორეს ვუთხარი, რომ იყავით გარანტი სჯულის კანონისა... პატრიარქმა მითხრა, რომ სინანულისთვის მონასტერში წავსულიყავი... მომეცით დრო ხვალ 12 საათამდე, მე მოვიყვან მოწმეებს, სინოდის სხდომაზე, რომელებიც იტყვიან, რომლითაც დამტკიცდება ბრალდება, ვხვდებით... სინოდი კი არ მაძლევდა ამის საშუალებას'' - ამბობს პეტრე ცაავა. 

მისი განცხადებით,  სინოდის სხდომაზე პატრიარქს უთხრა, რომ ღმერთზე და სამშობლოზე წინ ვერ დააყენებდა. 

''მე პატრიარქს ვუთხარი, ამბობენ თქვენ ხართ მამა და რაღაც უპირობო კერპს ქმნიან თქვენგან, მაგრამ მე ვამბობ, რომ ჯერ მიყვარს უფალი იესო ქრისტე და მისი სიმართლე, სამშობლო - საქართველო და შემდეგ თქვენ, როგორც მაღალი იერარქი. ღმერთზე და სამშობლოზე წინ ვერ დაგაყენებთ...'' - გაიხსენა ეთერში პეტრე ცაავამ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი