ქედაში, საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა. მომხმარებელი 200-ზე მეტ, სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისს მიიღებს. ცენტრით 64 სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს. საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის პარალელურად, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საზოგადოებას გააცნო ინიციატივა, რომ ცენტრის ბიბლიოთეკას, პოეტ ფრიდონ ხალვაშის სახელი მიენიჭოს.