ბათუმის პორტში ამერიკის სამხედრო ხომალდი შემოვიდა

22 ოქტომბერი 2019, 11:25 2447 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდი ბათუმშია. USS Porter (DDG 78) ნავსადგურში ცოტა ხნის წინ შემოვიდა.  ის Arleigh Burke-ს კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელია. ხომალდს აქვს ტექნიკური მონაცემები მოიგერიოს წყალქვეშა ნავები და ბალისტიკური რაკეტები.

აშშ-ის საზღვაო ძალების ხომალდები ხშირად ოპერირებენ შავ ზღვაში მონტროს კონვენციისა და საერთაშორისო კანონების შესაბამისად. 

ხომალდი მონაწილეობას იღებს მრავალმხრივ მისიებში, ხელს უწყობს რეგიონის საზღვაო უსაფრთხოების დაცვასა და ნატოს ოპერაციებისა და მისიების მხარდაჭერას ევროპაში.

ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ ვიზიტი აშშ-ისა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განმტკიცებას ემსახურება.

''ეს, გემის მეორე ვიზიტი იქნება საქართველოში, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-ისა და საქართველოს შორის საზღვაო სფეროში თანამშრომლობას''.

ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი მეზღვაურები ისტორიულ ადგილებს მოინახულებენ. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში