“შინდისი” ვარშავის კინოფესტივალზე გრან პრის მფლობელი გახდა

20 ოქტომბერი 2019, 12:42 3564 ნახვა

ფილმი „შინდისი“ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრის მფლობელია. რეჟისორი დიმიტრი ცინცაძე კი საუკეთესო რეჟისორის პრიზით დაჯილდოვდა. ფილმი საქართველოს კინოცენტრმა ოსკარზე, საუკეთესო საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაზე წარსადგენად გაგზავნა.

დიმიტრი ცინცაძის ფილმი აგვისტოს ომზეა და შინდისის გმირებს ეძღვნებათ. ფილმისთვის სცენარი ირაკლი სოლომონაშვილმა დაწერა. მას საფუძვლად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს რეალურად მომხდარი ამბავი უდევს, რომლის დროსაც ჩვიდმეტი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი