ჟურნალისტიკაზე შეყვარებული ბავშვები, რომლებიც ამბობენ, რომ მათ საინფორმაციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობა, ჯერჯერობით არავის ჰქონია. ოზურგეთში, სოფელ შრომაში, ასაკით პატარა 6 ჟურნალისტი, უკვე ორი წელია ყოველდღიურად შრომობს იმისათვის, რომ მათი აუდიტორია ინფორმაციულ ვაკუუმში არ იყოს.
აშუქებენ ყველაფერს, რაც მათ გარშემო და არამარტო მათ გარშემო ხდება. ჰყავთ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ოპერატორი, წამყვანი, ანუ გუნდი, რომელიც ტელევიზიის გამართულად მუშაობისთვისაა საჭირო.