ხულოში სოფელ ღორჯომში ხანძარია. ცეცხლი ფოთოლს და ხმელ ბალახს უკიდია, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მუშაობენ.
ღორჯომში მერის წარმომადგენელი თემურ ირემაძე ამბობს, რომ დამწვარია დაახლოებით, 3-4 ჰექტარი ტერიტორია. მისივე თქმით, ამ დროისთვის ცეცხლის რამდენიმე ღია კერაა დარჩენილი და დამუშავება მომდინარეობს.
ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. ხანძრის კერებთან ახლოს დასახლებული პუნქტი არ არის.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.
ფოტო: არქივი