ამინდი, ბათუმი - ხვალ მზიანი და თბილი ამინდი იქნება

17 ოქტომბერი 2019, 10:17 2837 ნახვა

აჭარაში ხვალ უნალექო ამინდი შენარჩუნდება და ჰაერის ტემპერატურა სანაპირო კურორტებსა და მთიან ზოლში +24, +26 გრადუსი იქნება. ზღვის წყლის ტემპერატურა 22 გრადუსია, (შედარებით ცივი), მაგრამ საბანაოდ მაინც კომფორტულია, მზის ულტრაიისერი ინდექსი კი (UV index) ნიშნულით #6-ია, გარუჯვისთვის კარგი.

კონკრეტულად 18 ოქტომბერს:

• ბათუმი - მზიანი ამინდი. დასავლეთის ქარი. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +15 დღისით +25 გრადუსი.

• ქობულეთი - მზიანი ამინდი. იქროლებს დასავლეთის ქარი 9-14 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +14 დღისით +24;

• შუახევი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +13 დღისით +22

• ხულო - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +12 დღისით +23;

• ქედა - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +14 დღისით +24;

• გოდერძის უღელტეხილი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +1 დღისით +7.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი