იუნესკოს ნომინანტი ტერიტორიები საქართველოში 

13 ოქტომბერი 2019, 20:10 2193 ნახვა

საქართველოს 4 დაცული ტერიტორია იუნესკოს ბუნებრივი მემკვიდრეობის  სტატუსის მოსაპოვებლად იბრძვის. დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ,  მტირალასა და კოლხეთის ეროვნული პარკები და კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის ექსპერტებმა ადგილზე შეისწავლეს.  სწორედ მათი  დათვალიერების შედეგად მომზადებული დასკვნებით უნდა გადაწყდეს, მიენიჭება თუ არა საქართველოს ტერიტორიებს,  მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი.

ქართულმა მხარემ, იუნესკოში მეცნიერული კვლევებით უნდა დაამტკიცოს,   რომ კონკრეტული ეკოსისტემა  უნიკალურია და რომ მსგავსი მთელს მსოფლიოში არ არის.   ნომინაციაზე წარსადგენი მონაცემების მომზადება 2017 წელს დაიწყო, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდისა (WWF) და მიხეილ ზუკოვის ფონდის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი