მახვილაურში მცხოვრები გიორგი დუმბაძე დახმარებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თვითდაზიანების მიყენებით იმუქრება. აცხადებს, რომ ბათუმის შემოვლითი გზისთვის გვირაბის მშენებლობისას მისი სახლი დაზიანდა, კომპანია კი მხოლოდ კოსმეტიკურ რემონტს სთავაზობს.
უკავშირდება თუ არა აფეთქებებს სახლის დაზიანება ეს გეოლოგიური დასკვნით არ დასტურდება, მაგრამ ოჯახი ექსპერტიზას ელოდება. ამბობენ, რომ ვითარება დღითიდღე რთულდება და შესაძლოა სავალალო შედეგიც დადგეს.
რა პასუხი აქვთ საავტომობილო გზების დეპარტამენტში?