ბელგიაში აღმოჩენილი ძველი ბათუმის უცნობი ფოტოები

08 ოქტომბერი 2019, 00:11 15031 ნახვა

ქვით მოკირწყლული ქუჩები, ფაეტონი, ბავშვები ქუჩაში... მორვაგზალი და სხვა ბათუმური ქრონიკები, 30-იან წლებში ბელგიელი მწერლის, ჟორჟ სიმენონის ობიექტივში მოხვდა. ფოტოები ბელგიაში წელს აღმოაჩინეს.

ბათუმში გადაღებული უცნობი ფოტოები ტურიზმის დეპარტამენტის წარმამდგენლებმა, სიმენონის ფონდის დირექტორთან შეხვედრის დროს ნახეს,  ამის შესახებ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი სულხან ღლონტი ფბ გვერდზე 5 თვის წინ წერდა. 

ფოტოები უკვე ბათუმშია და 30-იანი წლების რამდენიმე უცნობ ფოტოს, სულხან ღლონტი ამჯერად ფბ პირად გვერდზე აქვეყნებს. 

გახსენით პროექტი, სხვა ფოტოების სანახავად... 

ძველი ბათუმი 1930-იანი წლები

"ბელგიაში, ლიეჟში, ვიზიტის დროს შევხვდით ბელგიელი მწერლის ჟორჟ ქრისტიან სიმენონის ფონდის წარმომადგენლებს, რომლებმაც ბათუმის დღემდე უცნობი რამდენიმე ფოტო გვაჩვენეს. ფოტოები პირადად სიმენონის გადაღებულია ბათუმში ვიზიტის დროს. საავტორო უფლებების გამო გამოქვეყნება ვერ მოვახერხეთ. დღეს, ჩვენი მოწვევით ბათუმს სტუმრობს სიმენონის შვილი. ჯონ სიმენონი ოჯახის არქივიდან მალე ბათუმის 1930-იანი წლების ფოტოებს გადმოგვცემს. მასალები მართლაც ძალიან საინტერესოა და ნათლად ასახავს იმდროინდელი ბათუმის ცხოვრებას" - წერს აჭარის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, სულხან ღლონტი. 

სულხან ღლონტი ამბობს, რომ ათეულობით უნიკალური და  საინტერესო ფოტო, რომელიც მწერალმა ბათუმში სტუმრობის დროს გადაიღო, ეტაპობრივად გადმოეცემა  ქართულ მხარეს. ფოტოების გადმოცემის შემდეგ კი, აჭარის მთავრობა გამოფენის მოეწყობას გეგმავს.  

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი