ბელგიაში ბათუმის 30-იანი წლების უცნობი ფოტოები აღმოაჩინეს 

07 მაისი 2019, 17:30 8006 ნახვა

ფოტო: სტატიაზე მითითებულია ძველი ბათუმის ფოტოების კოლაჟი და კავშირი არ აქვს ახალ აღმოჩენილ ფოტოებთან (ავტ.) 

ბელგიაში ბათუმის 30-იანი წლების უცნობი ფოტოები აღმოაჩინეს, რომელიც ცნობილმა მწერალმა  ჟორჟ სიმენონმა გადაიღო -  ამის შესახებ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სულხან ღლონტი ფბ გვერდზე წერს. 

" ბელგიაში ცნობილი მწერლის ჟორჟ სიმენონის ფონდის დირექტორს შევხვდით, რომელმაც გვაჩვენა სიმენონის მიერ გადაღებული ბათუმის დღემდე უცნობი ფოტოები, საავტორო უფლების დაცვის გარანტიით ფოტოების ნაწილი გადავიღეთ, მაგრამ გასაგებ მიზეზთა გამო, ჯერ ვერ ვაქვეყნებთ. ფოტოები გასაბჭოების შემდეგ, დროინდელი ბათუმის ცხოვრებას ასახავს, დაახლოებით 30-იანი წლებია" - წერს სულხან ღლონტი. 

ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ საავტორო უფლებაზე უკვე დავიწყეთ მოლაპარაკება ცნობილი მწერლის ოჯახთან. უახლოეს პერიოდში კი გეგმავენ მწერლის ტურის გაკეთებას ბათუმში.

"ვგეგმავთ სიმენონის ტურის გაკეთებას ბათუმში და ასევე გამოფენის ორგანიზებას, რომელზეც ბევრი სიახლე იქნება წარმოდგენილი ჩვენი ქალაქისთვის. ფოტოები მართლა უნიკალურია, გადაღებულია პირადად ჟორჟ სიმენონის მიერ".

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი