ხიდი ქობულეთში რომელზე გადაადგილება საფრთხის შემცველია

07 ოქტომბერი 2019, 18:35 5907 ნახვა

ხიდი რომელსაც იატაკი არ აქვს , ქობულეთის სანაპიროზე მდებარეობს. მასზე ადგილობრივები, თევზჭერის მოყვარულები თუ ტურისტები სახელდახელოდ გადებული ფიცრებით გადაადგილდებიან, რომლებიც წვრილი მავთულებით და ლურსმნებითაა დამაგრებული. მოქალაქეთა ნაწილი ხუმრობით იმასაც ამბობს, რომ ხიდზე გავლა სპორტის ექსტრემალურ სახეობასთან ასოცირდება, რადგან ქარსა და ტალღებში ხიდიდან გადავარდნის და წყალში აღმოჩენის რისკი საკმაოდ დიდია.

ქობულეთში ჩამოსული ტურისტები  ამბობენ, რომ ხიდზე გადაადგილება უსაფრთხო არ არის, თუმცა მიმდებარე ტერიტორიაზე ამკრძალავი ნიშანები არსადაა.

ფიჭვნარის დასახლებაში არსებული ხიდი, სადაც ტურისტული ზონაა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის. სამინისტრომ ხიდი შპს ''ატლანტს'' 49 წლიანი  იჯარით გადასცა.

უწყებაში ამბობენ, რომ კომპანიამ სამინისტროსგან მითითება  დღეს მიიღო. მათივე ინფორმაციით, მოქალაქეების უსაფრტხოების დასაცავად კომპანია სამუშაოებს მიმდინარე კვირაში დაიწყებს.

ქობულეთი- ხიდი ფიჭვნარის დასახლებაში ცენტრალურ პარკში.

 

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი