ქობულეთის სამ სოფელს სასმელი წყალი უკვე მესამე დღეა არ მიეწოდება. ამ მიზეზით სასწავლო პროცესი ცეცხლაურის საბავშვო ბაღში ჩაიშალა. წყლის პრობლემაა საჯარო სკოლებშიც, სადაც სველი წერტილების გასაწმენდად, წყლის რეზერუარებში დაგროვებულ წყალს იყენებენ.
როგორც ოჩხამურის საჯარო სკოლის დირექტორი აჭარის მაწუყებელტან ამბობს, იმ შემთხვევაში თუ პრობლემა უქმე დღეებშიც არ მოგვარდება, შესაძლოა, სკოლა ანტისანიტარიის საფრთხის წინაშე დადგეს.
ცეცხლაურის, ჯიხანჯურისა და ოჩხამურის სოფლები, ჯიხანჯურის სათაო ნაგებობიდან მარაგდება. ქობულეთის მერიაში ამბობენ, რომ პრობლემა სათაო ნაგებობაზე წყალსაქაჩ სისტემას შეექმნა და ხარვეზი მალე გამოსწორდება.