ევროპა ლიგაზე ქართული კლუბები ვერ იასპარეზებენ

04 ოქტომბერი 2019, 10:54 4482 ნახვა

2021-22 წლების სეზონიდან უეფა სრულიად ცვლის ევროტურნირების სტრუქტურას. ეს ცვლილებები არ ეხება ჩემპიონთა ლიგას, მაგრამ ევროპალიგის ჯგუფური ეტაპი 16 გუნდით შემცირდება. საქართველოს გუნდები ევროპის ლიგაზე ვეღარ ითამაშებენ.

2021-2022 წლების სეზონში, უეფა-ს რეიტინგში 32-დან 50-მდე ადგილებზე მყოფი ქვეყნები ერთი გუნდით იასპარეზებენ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, სამი გუნდი კონფერენციის თასზე, ხოლო ევროპის ლიგაზე უკლუბოდ დარჩებიან.

უეფა მესამე ახალი ტურნირის კონფერენციების ლიგას დააარსებს, სადაც დაბალი რეიტინგის გუნდები ითამაშებენ.

ახალი გათამაშების შექმნის მიზანია, რომ ევროპალიგას უფრო დიდი მნიშვნელობა მიენიჭოს. ქართულ კლუბებს კი, კონფერენციების ლიგაზე მონაწილეობის შანსი ექნებათ.

 

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი