როდის ამოქმედდება ლოჯისტიკური ცენტრები მუნიციპალიტეტებში?

03 ოქტომბერი 2019, 18:03 2224 ნახვა

ნახულობენ თუ არა გლეხები ლოჯისტიკური ცენტრებით სარგებელს, რომელთა ფუნქციაც პროდუქციის მიღება, შეფუთვა და რეალიზაციაა? როგორც აღმოჩნდა, პროდუქციის რეალიზაციის ახალი სისტემა დაგეგმილზე გვიან ამოქმედდება.

სოფლის მეურნეობის მინისტრი ირწმუნება,  რომ ამ ეტაპზე ქედის ცენტრი სატესტო რეჟიმში მუშაობს, თუმცა ჩვენ გადამღებ ჯგუფს ადგილზე, მხოლოდ რამდენიმე დანადგარი და დაცვის თანამშრომელი დახვდა.

მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ნაწილი, რომელიც ჩვენ ჩავწერეთ ამბობს, რომ მათთვის ასე საჭირო მომსახურებით ჯერ არ უსარგებლიათ.

რეალიზაციის პრობლემა მათთვის ისევ მოუგვარებელია, რის გამოც პროდუქცია უფუჭდებათ. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი