სოფელ ჩიქუნეთში სიმინდის ბაღი, სავარაუდოდ, დათვმა დააზიანა

30 სექტემბერი 2019, 20:31 3584 ნახვა

სიმინდის ბაღი დააზიანა, სავარაუდოდ დათვმა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიქუნეთში - ამ ბაღის მომიჯნავედაა საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი. ადამიანებისთვის საფრთხე და რისკი მაღალია, შესაბამისად მოქალაქეები დახმარებას ხელისუფლებისგან ითხოვენ.

ამბობენ, რომ დათვი ტერიტორიაზე აქამდეც შეუნიშნავთ.  ცნობისთვის დათვის მიერ თხილის ბაღების განადგურების შემთხვევა დაფიქსირდა ქობულეთშიც. როგორ უნდა მოიქცეს ხალხი, მაშინ როდესაც დათვის მოკვლა ისჯება კანონით - რას სთავაზობს მოსახლეობას მუნიციპალიტეტი, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო?

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი