​ბორჩხაში 15 - მდე ადამიანს მაშველების დახმარება დასჭირდა

28 სექტემბერი 2019, 17:09 3131 ნახვა

თურქეთში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ჩხალა ადიდდა და კალაპოტოდან გადმოვიდა. დაიტბორა ქალაქ ბორჩხის გზების ნაწილი. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.

წყალდიდობის შედეგად  დაახლოებით 13 ადამიანი საკუთარი საცხოვრებელი სახლებიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა. მათ მაშველების დახმარება დასჭირდათ.

მაშველებმა დატბორილი სახლებიდან ბავშვები და მოხუცები გამოყვანეს.

ადიდებულმა მდინარემ დატბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, მეჩეთი. მოქალაქეებს დაუზიანა საყოფაცხოვრებო ტექნიკა. 

ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე აჭარის ტელევიზიის გადამღები ჯგუფი მუშაობს. მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის  მდინარეში წყლის დონე მცირედით დაკლებულია.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში