საბავშვო ბაღების აღმზრდელები სერთიფიცირებას გაივლიან

01 ოქტომბერი 2019, 10:00 17567 ნახვა

საბავშვო ბაღების აღმზრდელები სერთიფიცირებას გაივლიან, პროცესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2020 წლის მაისიდან დაიწყება - რეფორმას განათლების სამინისტრო განახორციელებს.

დღეს საბავშვო ბაღებში საგანმანათლებლო პროცესი განათლების სამინისტროსა და იუნისეფის მიერ შემუშავებული აღზრდის მეთოდით ხორციელდება, რაც ფიზიკურთან ერთად სასკოლოდ მოზარდების ინტელექტუალურ მომზადებასაც ითვალისწინებს.

''ყველა აღმზრდელ - პედაგოგი ხელმძღვანელობს სტანდარტის მიხედვით, ის მეთოდოლოგია კი რითაც ვხელმძღვანელობთ ჩვენს ყოველდღიურ მუშაობაში და დადებით შედეგებასც ვაღწევთ''- ყვება აჭარის მაუწყებელთან  მეთოდისტი გიული ცეცხლაძე.

ბაღის პედაგოგების გადამზადებას და სერთიფიცირების საჭიროებას ხედავს ასცირებული პროფესორი ნანა მაკარაძე. ის ამბობს, რომ აღმზრდელების გადამზადება აუცილებელია. 

აჭარაში არსებულ საბავშო ბაღებში პედაგოგთა ნაწილი საპენსიო ასაკისაა. ბათუმის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი მამუკა შამილიშვილი ამბობს, რომ ასაკი საამღზდელო პროცესისთვის პრობლემურია, მისი თქმით, აღმზრდელს ინტელექტუალურ შესაძლებლობასთან ერთად ფიზიკური უნარებიც სჭირდება.

''პედაგოგების გადამზადებას პერიოდულად ვახდენთ, ამ ეტაპზე აღმრდელები სერთიფიცირებისთვის ემზადებიან. პარალელურად კი საპენსიო ასაკის პედაგოგებთან ჯილდოს გაცემის სასკოლო მოდელსაც განვიხილავთ.''- ამბობს მამუკა შამილიშვილი

ბათუმის რესურს ცენტრის ხელმძღვანელი ბაღებში სასკოლო მოდელის განხორციელების აუცილებლობას ვერ ხედავს გოჩა დავითაძის თქმით, პირველ რიგში სკოლამდელ, სასკოლო განათლებას უნდა დაუახლოვდეს, ამ მიზნით განათლების სამინისტრომ რესურსცენტრებს სპეციალური შტატი დაუმატა, რომელიც პროცესს უხელმძღვანელებს და საბავშვო ბაღებში განათლების ხარისხს მონიტორინგს გაუწევს.

‘’რესურს ცენტრებს დაემატათ სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტის შტატი, მათი ძირითადი ფუნქცია არის რომ სკოლამდელი განათლება დაუახლოვდეს სასკოლო განათლებას.

საბოლოო ჯამში ჩვენ უნდა ვიზრუნოთ დარგში კვალიფიციურ პერსოლანის არსებობაზე"- გოჩა დავითაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში