როგორ იქნება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის პროპორციულ სიაში აჭარა? ეს ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა იყო დღეს ბათუმში გამართულ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვაზე. პარლამენტის თავმჯდომარემ საპასუხოდ განაცხადა, რომ მხოლოდ „ვაკე-საბურთალოს“ პარლამენტი რისკია მათთვისაც, რადგან ასეთ შემთხვევაში რეგიონებში ხმებს ვერ მიიღებენ.
კანონი არ ითვალისწინებს, მაგრამ არჩილ თალაკვაძის თქმით ისინი რეგიონულ პრინციპს გაითვალისწინებენ. განხილვაზე მოქალაქეებმა სხვა საკითხებზეც ისაუბრეს, მათ შორის იყო ბათუმის ერთ-ერთი გამოწვევა - ურბანული პოლიტიკა. განხილვას „სირცხვილიას“ აქტივისტიც ესწრებოდა, რომელმაც შეხვედრა თალაკვაძის მიერ 20 ივნისთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარის შემდეგ პროტესტის ნიშნად დატოვა.