საქართველოს ისტორიაში პირველად, ბათუმში 33 წლიანი პაუზის შემდეგ ნიჩბოსნობაში საერთაშორისო რეგატა გაიმართება. შეჯიბრება 27 სექტემბერს დღის 5 საათზე ცენტრალური პარკის მთავარ შემოსასვლელში კოლონადებთან საზეიმოდ გაიხსნება. 28-ში დილის 10 საათიდან კი 11 ქვეყნის 150-მდე სპორტსმენი ასპარეზობაში ჩაებმება.