თორნიკე რიჟვაძე დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტმა ბათუმში, ნავსაყუდელთან ახლოს, ზღვის 1 ჰექტრამდე ფართობის არასასოფლო-სამეურნეო ნაკვეთად დარეგისტრირების შესახებ ჰკითხა.
კითხვამ - ვისი ინტერესები დგას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების უკან, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გააღიზიანა.
''თქვენ უკვე იმდენჯერ მიხსენეთ ოპოზიცია, მე მგონი კითხვებიც მხოლოდ ოპოზიციის მხრიდან გაქვთ.
რაც შეეხება კონკრეტულ საკითხს, ყველაფერი ხდება კანონის შესაბამისად და რა თქმა უნდა არცერთი გადაცდომა არ იქნება. პარალელურად მნიშვნელოვანია, ჩვენი გეგმა, როგორც ინვესტიციების, ასევე დასაქმების ნაწილში იქნეს შეუქცევადად განხორციელებული. ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი'' - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.
ჟურნალისტის დამატებით შეკითხვებს კი, თორნიკე რიჟვაძემ აღარ უპასუხა.
სახელმწიფომ 1 ჰექტარი ზღვა მიწად დაირეგისტრირა.