ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. სასწავლებელში პირველად, ჩარიცხული სტუდენტების ყველაზე მაღალი, 97%-იანი მაჩვენებელია.
სასწავლებელში მოქმედი 18-სასწავლო პროგრამიდან, 12-მა სრულად გაიარა აკრედიტაცია. სწავლა ახალ შენობაში განახლდა. ხელოვნების უნივერსიტეტმა მისამართი შეიცვალა და იგი ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე მდებარეობს.