ქობულეთში, ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში წყლისა და წყალარინების თანამედროვე სისტემის მოსაწყობად 50 მილიონი ევრო დაიხარჯება. აქედან გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკი 43 მილიონ ევროს დახარჯავს, საიდანაც 40 მილიონი სესხია, სამი მილიონი კი რეგიონმა გრანტის სახით მიიღო.
პროექტი დაახლოებით 4 წელზეა გათვლილი და დაგეგმილია 200 ათასზე მეტი მოქალაქისთვის სასმელი წყლის უწყვეტ რეჟიმში მიწოდება. ხელშეკრულება საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ ორ კომპანიასთან დღეს გაფორმდა.