საუდის არაბეთის ნავთობ საწარმოებზე დრონებით განხორციელებული თავდასხმების შემდეგ უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი რეკორდულად გაიზარდა. მომხდარზე ვაშინგტონი ხელს თეირანისკენ იშვერს, რაც ახლო აღმოსავლეთში ვითარებას კიდევ უფრო ძაბავს.
საუდის არაბეთი კი რომელიც თავდასხმებს "აგრესიისა და საბოტაჟის უპრეცედენტო აქტად" აფასებს, ირანს ღიად არ ადანაშაულებს.