პრეზიდენტმა 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა. ირკვევა, რომ ასლან ბეჟანიძემ საპატიმრო 3 კვირის წინ დატოვა. ასლან ბეჟანიძე სასამართლოს პირველმა და მეორე ინსტანციებმა გაამართლეს, უზენაესმა სასამართლომ კი ის 2018 წლის 29 მარტს დამნაშავედ ცნო.
ბეჟანიძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის გათვალისწინებით, ასლან ბეჟანიძეს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლის და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
რამდენიმე დღის წინ სალომე ზურაბიშვილმა ასევე შეიწყალა ბათუმელი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულიც.