ეუთო: ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვა ადგილობრივებისთვის პრობლემას ქმნის

15 სექტემბერი 2019, 21:10 1187 ნახვა

საქართველოს მხარდამჭერი განცხადება ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციისგან.  ეუთოში  ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვასა ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამატებით სირთულეებზე  საუბრობენ.

მოუწოდებენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში მონაწილე ყველა პირს, უსაფრთხოების მექანიზმის ფარგლებში კონსტრუქციულად ითანამშრომლონ. 

ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტი 10 დღეა ჩაკეტილია. დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებდა, რომ გამშვები პუნქტი 6 სექტემბერს გაიხსნებოდა, თუმცა მოგვიანებით განაცხადეს, რომ სიტუაციის დარეგულირებას ელოდებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი